„მადლობა, რომ ზრუნავთ სკოლის სისუფთავეზე“- მუქედის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დამლაგებლის მიმართ მადლიერება ორიგინალურად გამოხატეს
09-04-2021
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლაში თოთოეული მოსწავლე, მასწავლებელი და თანამშრომელი ერთი დიდი ოჯახის ნაწილია. 

თბილი და კომფორტული გარემოს შემქნა სკოლის მთავარი საზრუნავია, რაც ნამდვილად წარმატებით გამოსდით. როგორც სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მუქადის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დამლაგებელს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს, ყვავილები მიართვეს, თბილი სიტყვები მისწერეს და ამ სახით მადლიერება გამოხატეს.

დასაფასებელი იდეის ავტორი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარო ჯოგლიძე გახლავთ.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203