„გაიკეთე პირბადე!!! დაიცავი თავი! დამიცავი მე!“ - ფშავლის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა პროექტი განახორციელა
09-04-2021

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშავლის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის - „ახალი თაობა - ახალი ნერგის“ წევრმა მოსწავლეებმა - კლუბის კოორდინატორ მასწავლებელთან - არჩილ ხუტუაშვილთან ერთად დაგეგმეს და განახორციელეს პროექტი: „გაიკეთე პირბადე!!! დაიცავი თავი! დამიცავი მე!“.

მოსწავლეებმა COVID-19-ის გავრცელების წინააღმდეგ ვირუსის პრევენციისა და თავდაცვის წესების შესახებ საინფორმაციო ბუკლეტები შექმნეს და თემში მცხოვრებ მოსახლეობაში გაავრცელეს, ასევე გადასცეს სავაჭრო ობიექტების მესაკუთრეებს, რათა ხალხმრავალ და ადამიანთა ხშირი მიმოსვლის ადგილებში განთავსდეს გამაფრთხილებელი მოწოდებები.იხილეთ ფოტოები

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203