ჩქვალერის თემის საჯარო სკოლაში 9 აპრილს სტენდი მიუძღვნეს
09-04-2021
აკადემიკოს ეგნატე ფიფიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჩქვალერის თემის საჯარო სკოლაში 9 აპრილის ტრაგედიასთან დაკავშირებით სტენდი მოეწყო.

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მეორე კლასის მოსწავლეებმა პატივი მიაგეს თავისუფლებას შეწირულ გმირ ქართველთა ხსოვნას. კლასის ხელმძღვანლის მაია გოგოხიას ინიციატივით, მოსწავლეებმა მოაწყბეს სტენდი და მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, რომელიც 9 აპრილს ეხმიანება. 

1989 წლის 9 აპრილს, თბილისში მომხდარი სისხლიანი მოვლენები, რაც გამოიხატა საბჭოთა არმიის მიერ ანტისაბჭოთა, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევაში, რის შედეგადაც დაიღუპა 21 და დაშავდა 427 ადამიანი. 9 აპრილის მოვლენებმა წყალგამყოფის როლი შეასრულა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203