დაშტაფის საჯარო სკოლაში 9 აპრილს საინფორმაციო შეხვედრა მიეძღვნა
09-04-2021

მარნეულის მუნიციპალიტეტის, დაშტაფის საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა, რომელიც 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებს მიეძღვნა. დაშტაფის საჯარო სკოლა ზედმიწევნით იცავს არსებულ პროტოკოლს და სწორედ აქედან გამომდინარე, ხალხმრავალი ღონისძიებების ჩატარება ამ ეტაპზე ვერ ხერხდება; თუმცა ამ შეზღუდვას ხელი არ შეუშლია დაშტაფის სასკოლო საზოგადოებისთვის, კიდევ ერთხელ, გამოეხატათ საკუთრი დამოკიდებულება 1989 წლის 9 აპირილსადმი და გაეხსენებინათ თავისუფლებას შეწირული გმირები.

შეხვედრის ინიციატორი გახლდათ ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ნატო სამხარაძე, რომელმაც ისტორიის პედაგოგის, გულარა ადიგოზალოვა-ქერიმოვას მხარში დგომით, ადგილობრივ მოსწავლეებთან ერთად, გაიხსენა 9 აპრილი, ტრაგიკული მოვლენები და თავდაუზოგავი ბრძოლა თავისუფლებისთვის.

დაშტაფის სკოლაში გამართულ შეხვედრაზე იყო ბევრი ემოცია, ჩუმი ცრემლი და მრავალი მადლობა თავისუფებისთვის

იხილეთ შეხვედრის ვიდეოჩანაწერები



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203