ჩხორიის საჯარო სკოლაში სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მრავალფეროვანი აქტივობები განხორციელდა
09-04-2021

ზუგდიდი მუნიციპალიტეტის ჩხორიის საჯარო სკოლაში სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მრავალფეროვანი აქტივობები განხორციელდა. მოსწავლეები ე.წ. „თეთრი ბარათის“ კამპანიას შეუერთდნენ. კამპანიის ფარგლებში 6 აპრილს ჩატარდა ტურნირები მინი-ფეხბურთში. გამარჯვებულ გუნდს თასი გადაეცა.

„უკვე მერამდენე წელია საქართველო უერთდება გაეროს ინიციატივას, რომელიც მსოფლიოში სპორტის საშუალებით მშვიდობის დამკვიდრებისა და განვითარებისკენაა მიმართული და აღინიშნება როგორც სპორტის საერთაშორისო დღე, სახელწოდებით - „საერთაშორისო სპორტის დღე მშვიდობისა და განვითარებისათვის“. 

ე.წ. „თეთრი ბარათის“ კამპანიას შეუერთდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლის პროექტის „ახალგაზრდების ჩართულობა და განვითარება“ ფარგლებში „ცხოვრების ჯანსაღი წესისა და ეკოლოგიური განათლების“ კლუბი ( ხელმძღვანელი: მზია ქარდავა ), პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში სამოქალაქო განათლების კლუბი „ნიკე“ (ხელმღვანელი : მაია არახამია, ასევე სპორტის მასწავლებელი ზურაბ არდია).

კამპანიის ფარგლებში 6 აპრილს ჩატარდა ტურნირები მინი-ფეხბურთში. გამარჯვებულ გუნდს გადაეცა გარდამავალი თასი“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203