1989 წლის 9 აპრილი - ბათუმის N8 საჯარო სკოლის II კლასის მოსწავლეების ემოციური გზავნილები
09-04-2021
ბათუმის N8 საჯარო სკოლაში სწავლა სწავლების პროცესი დასწრებითად, საკლასო ოთახებში და რა თქმა უნდა, არსებული რეგულაციების ზედმიწევნით დაცვით მიმდინარეობს. მოსწავლეები ჩართულები არიან საგაკვეთილო პროცესსა და ასევე სხვადასხვა სასკოლო აქტივობებში.

ახლაც, ბათუმის N8 საჯარო სკოლის II „ა“ კლასის მოსწავლეებმა 1989 წლის 9 აპ­რი­ლს ღონისძიება მიუძღვნეს და პატივი მიაგეს გარდაცვლილთა ხსოვნას.

იყო ემოციების ზღვა და პატარებმა, უსაყვარლესი დამრიგებლის, ნინო ქარჩავას დამსახურებით, კარგად იციან რა მოხდა 1989 წლის 9 აპრილს; „წლები გა­ვი­და, თუმ­ცა დრომ ვერ გა­ა­ნე­ლა ის გან­ცდა, რაც მა­შინ მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში სუ­ფევ­და“, - ასე გამოხატეს საკუთარი დამოკიდებულება ბათუმის N8 საჯარო სკოლის მეორეკლასელებმა და კიდევ ერთხელ, იმ დღის ყველა მონაწილეს, მადლობა გადაუხადეს თავისუფლებისთვის. 

იხილეთ ვიდეოჩანაწერი


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203