თბილისის N42 საჯარო სკოლის დირექცია წარმატებულ კურსდამთავრებულს - თორნიკე კვინიკაძეს გვაცნობს
09-04-2021

თბილისის N42 საჯარო სკოლის დირექცია წარმატებულ კურსდამთავრებულს - თორნიკე კვინიკაძეს გვაცნობს.

თორნიკე კვინიკაძე - „ელექტრონული აკადემიის“ მონაცემთა ანალიტიკოსი და ტრენერია. მან 2017 წელს დაამთავრა აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა.

ის კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტია.

2019 წელს, Erasmus- ის გაცვლითი პროგრამით სწავლობდა საფრანგეთში, IESEG SCHOOL OF MANAGEMENT უნივერისტეტში.
2019 წლიდან მუშაობდა კომპანია GWP - ში ბიუჯეტირების და დაგეგმარების ჯგუფში, მონაცემთა ანალიტიკოსად.

2019 წელი იყო უმნიშვნელოვანესი და გარდამტეხი, როდესაც თორნიკე ახალი გამოწვევების წინაშე დადგა და გამოსცა Excel-ის ამოცანათა კრებული, „100 ამოცანა Excel-ის დამწყებთათვის“, პარტნიორ გიორგი დათუკიშვილთან ერთად.

2020 წლიდან მუშაობს გერმანულ კომპანია Pharmalex Geo - ში მონაცემთა ანალიტიკოსად.

2020 წლის სექტემბერში მუშაობა დაიწყო სოციალურ პროექტ UnLimited - ზე, სადაც გასული იყო საერთაშორისო პროექტ Social Impact Awards - ზე და გახდა, როგორც ხალხის, ისე ჟიურის რჩეული.

მას ჩატარებული აქვს ტრენინგები სხვადასხვა წამყვან კომპანიასთან.

თორნიკე დღეს არის ელექტორნულ აკადემიაში Power Bi-ს ტრენერი და წარმატებით აგრძელებს თავის კარიერულ საქმიანობას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203