„9 აპრილი დღე გლოვისა და დღე ზეიმისა“ - თბილისის N12 საჯარო სკოლაში ღონისძიება ჩატარდა
09-04-2021
თბილისის N12 საჯარო სკოლაში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 9 აპრილთან დაკავშირებით VI კლასის მოსწავლეებმა კლასის ხელმძღვანელის ნინო დევნოსაძის ხელმძღვანელობით, მოამზადეს პროექტი სახელწოდებით - „ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი“. მოსწავლეებმა შექმნეს პალაკატები და სხვადასხვა ლოზუნგები.

„9 აპრილი დღე გლოვისა, მაგრამ ამავდროულად დღე ზეიმისა. დიდება სამშობლოსთვის დაღუპულ გმირებს! მათ ხსოვნას ქვეყანა სანთლებად აინთებს, ვინც თავი გაწირა, ვინც სისხლი დაღვარა გილოცავთ 9 აპრილს! საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203