თისელის საჯარო სკოლაში 9 აპრილს ღონისძიება მიუძღვნეს
09-04-2021

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ თისელის საჯარო სკოლაში 9 აპრილის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.

ღონისძიებაში ბავშვები აქტიურად ჩაერთვნენ.

მოსწავლეებმა გაიხსენეს 9 აპრილის გმირები და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია საბჭოთა არმიამ დაარბია. შეტაკების შედეგად, 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით მოქალაქე კი დაუდგენელი გაზით მოიწამლა.

2 წლის თავზე, 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.


იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203