ახმეტის N1 სკოლის მეორეკლასელმა, ნანუკა უშიკიშვილმა izrune.ge-ს ოქროს დიპლომი მოიპოვა
09-04-2021

იცნობდეთ, ნიჭიერ და საზრიან ნანუკა უშიკიშვილს, რომელიც ახმეტის N1 საჯარო სკოლის მეორე კლასის სასახელო მოსწავლეა! ნანუკას izrune.ge-ს ტესტში ბრწყინვალე შედეგი აქვს. 

„ნანუკას ჰობია: კითხვა,ხატვა. საგნებიდან უყვარს ქართული და მათემატიკა. მოუთმენლად ელოდება ხუთშაბათს და შემაჯამებელ ტესტებს. სხვებსაც მოუწოდებს, პროექტში ჩაერთონ, რადგან ძალიან სახალისოა და მეტი ცოდნისთვის აუცილებელია. ნანუკას დამრიგებელი- მაია შარმაზანაშვილია“,- გვწერს მოსწავლის მზრუნველი მშობელი. 

8 აპრილს, izrune.ge-ზე „წიგნიერების ხუთშაბათის“ ტესტის დღე იყო. 

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203