„გვახსოვს 9 აპრილი... გვახსოვს და გვტკივა!“ - შაშიანის საჯარო სკოლაში 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს
09-04-2021

„გვახსოვს 9 აპრილი... გვახსოვს და გვტკივა!“- ამ ლოზუნგით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანის საჯარო სკოლაში 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს. 

„... დღე ტკივილიანი... დღე, რომელიც ყველას ახსოვს, იმის მიუხედავად მომსწრეა, თუ ისტორიიდან იცის...

სასკოლო რადიოს საშუალებით, შესვენებების პერიოდში, შაშიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ შეახსენეს ერთმანეთს 9 აპრილი... მისი გმირები... ისტორიული მნიშვნელობა...“,- აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში. 

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია საბჭოთა არმიამ დაარბია. შეტაკების შედეგად, 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით მოქალაქე კი დაუდგენელი გაზით მოიწამლა.

2 წლის თავზე, 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203