აღმამედლოს საჯარო სკოლაში კალიგრაფიული კონკურსი ჩატარდა
09-04-2021

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აღმამედლოს საჯარო სკოლაში დიდი მონდომებით სწავლობენ სახელმწიფო ენას. მოსწავლეები აქტიურები არიან არაფორმალური განათლების მიღების მხრივაც.

15 მარტს სკოლაში ქართულის, როგორც მეორე ენის კონსულტანტ-მასწავლებელმა მედეა ხაჩიძემ ჩაატარა  კალიგრაფიული წერის კონკურსი V-XII კლასის მოსწავლეებისთვის. ყველა ასაკობრივ კატეგორიაში მონაწილეობა მიიღო სკოლის 32-მა მოსწავლემ. საუკეთესო ნამუშევრების ავტორები დაჯილდოვდნენ სიგელებით.

იხილეთ მოსწავლეთა ნამუშევრები ბმული1, ბმული2, ბმული3, ბმული4

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203