„მადლობა მათ თავისუფლებისთვის!“ - ლიის თემის N1 საჯარო სკოლაში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა
09-04-2021

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N1 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს ღონისძიება სახელწოდებით - „ერთი დღე ორ დიდ ისტორიულ კონტექსტში“, რომელიც 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიასა და 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღესასწაულს ეძღვნებოდა.

„მოსწავლეებმა ააფრიალეს იმ პერიოდის დროშა, რომელსაც ასე სათუთად ინახავს სკოლა - ქართული ენისა და ლიტერატურის კაბინეტი. Მოსწავლეებმა ასევე ამ თემაზე შექმნეს კედლის გაზეთები და ფერწერული ნამუშევრები, ბოლოს კი ჩატარდა პერფორმანსი - სკოლის პედაგოგებმა, მოსწავლეებმა, მანდატურებმა 9 აპრილს დაღუპულთა სულებს ლოცვა აღუვლინეს და გულწრფელი მადლობა გაუგზავნეს ზეციურ საქართველოში. 

მადლობა მათ ამ დღეებისთვის, მადლობა თავისუფლებისთვის!“-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203