საყულიის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპული გმირების ხსოვნას პროექტი მიუძღვნეს
09-04-2021

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ საყულიის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპული გმირების ხსოვნას პროექტი - „საქართველოს ტერიტორია და მისი საზღვრები“ მიუძღვნეს. 

პროექტს ისტორიის პედაგოგი - ნანა ბაკურია ხელმძღვანელობდა. 

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი შესრულდა.

1989 წლის 9 აპრილს, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია საბჭოთა არმიამ დაარბია. შეტაკების შედეგად, 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით მოქალაქე კი დაუდგენელი გაზით მოიწამლა.

2 წლის თავზე, 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203