ქუთაისის ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ დამფუძნებელმა ნინო ჩიკვაშვილმა სოციალურად დაუცველ ოჯახებს ფულადი დახმარება გადასცა
09-04-2021

ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ქუთაისის ფილიალის წარმომადგენლები, გადაცემის „ხალხი ხალხისთვის“ ფარგლებში, სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს ესტუმრნენ და ფულადი დახმარება გადასცეს. გარდა ამისა, ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლის დამფუძნებლის, ნინო ჩიკვაშვილის ინიციატივით, სოციალურად დაუცველი უფროსკლასელები სკოლა „პროგრესში“ უფასოდ ისწავლიან.

„გადაცემასთან „ხალხი ხალხისთვის“ ერთად სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს ვესტუმრეთ.
ამერიკული საერთაშორისო სკოლის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ნინო ჩიკვაშვილი  გადაცემა „ხალხი ხალხისთვის“ წამყვანთან, მაია სტეფნაძესთან ერთად სოციალურად დაუცველ ოჯახებს ესტუმრა, რომელთაც სკოლა „პროგრესის“ სახელით საყოფაცხოვრებო საჭიროებებისთვის ფულადი დახმარება გადასცა.

ფულადი დახმარების გარდა, ნინო ჩიკვაშვილის ინიციატივით, უფროსკლასელებს სააბიტურიენტო პროგრამა (ეროვნული გამოცდებისთვის სრული მოსამზადებელი კურსი), ასევე სტემისა და ბიზნესსკოლაში სწავლება დაუფინანსდებათ და სკოლა „პროგრესში“ უფასოდ ისწავლიან.

სკოლა „პროგრესი“ ყოველთვის გამოირჩევა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით და მუდამ ცდილობს მაქსიმალურად ბევრ მოსწავლეს ჰქონდეს ხარისხიან განათლებაზე წვდომა“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203