ახალსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეები - მარიამ აბაშიძე და მეგი ლეონიძე ფოტოკონკურსში წარმატებით მონაწილეობისთვის დასაჩუქრდნენ
09-04-2021

ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის ტურიზმის კლუბის ფარგლებში ორგანიზებული ონლაინ პროექტი: „ღირსშესანიშნაობა ჩემს თემში“ დასრულდა. 

საუკეთესო შედეგების მქონე ფოტოების ავტორებს ახალსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეებს: მარიამ აბაშიძესა და მეგი ლეონიძეს საჩუქრად წიგნების მაღაზიის ვაუჩერები გადაეცათ.

ფოტოკონკურსში 20 ახალგაზრდა მონაწილეობდა.

ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექცია ულოცავს მეგი ლეონიძესა და მარიამ აბაშიძეს მიღწეულ წარმატებებს.


იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203