წყალტუბოს N1 სკოლის დირექციამ, ხარების დღესასწაულზე, წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის ტაძარში შეჭირვებულთა დასახმარებლად შემოწირულობა მიიტანა
09-04-2021

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დირექციამ ხარების დღესასწაულზე წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის ტაძარში მოილოცა და პროექტის „სიკეთე გადამდებია“ ფარგლებში, შეჭირვებულთა დასახმარებლად შემოწირულობები მიიტანა.

„წმინდა ხარების დღესასწაულის აღსანიშნავად, სკოლის დირექციამ, სკოლის ახლომდებარე წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის ტაძარში მოვილოცეთ გაკვეთილების დაწყებამდე.

სასწავლო დღის დასასრულს კი მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანიზებითა და სკოლის დირექციის ხელშეწყობით სასკოლო პროექტის „სიკეთე გადამდებია“ ფარგლებში, ამავე ტაძარში სკოლის მოსწავლეთა შემოწირულობანი მივიტანეთ შეჭირვებულთა დასახმარებლად“, - აღნიშნულია სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203