მესხეთის საჯარო სკოლაში 9 აპრილს სტენდი მიუძღვნეს
09-04-2021

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მესხეთის საჯარო სკოლაში 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს.

9 აპრილთან დაკავშირებით სკოლაში სტენდი მოეწყო. კლასის დამრიგებლებმა კლასის საათები ჩაატარეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, სტენდმა და მასწავლებლების საუბარმა 9 აპრილზე დიდი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეებში.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია საბჭოთა არმიამ დაარბია. შეტაკების შედეგად, 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით მოქალაქე კი დაუდგენელი გაზით მოიწამლა.

2 წლის თავზე, 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203