წყალტუბოს N1 სკოლის მეორეკლასელებმა მოთხრობის პერსონაჟები შესაშური სამსახიობო ოსტატობით „გააცოცხლეს“
09-04-2021

8 მარტს, ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლა II კლასში (მასწავლებელი ი.გურეშიძე) კომპლექსური გაკვეთილის დასკვნითი ეტაპი ჩატარდა.

გაკვეთილის სამიზნე ცნება იყო კომიქსის შექმნა და წარდგენა. გაკვეთილზე მოსწავლეებმა წარადგინეს მინი-სპექტაკლი. მათ შესაშური სამსახიობო ოსტატობით გააცოცხლეს მოთხრობის პერსონაჟები და სიუჟეტებზე შექმნეს კომიქსი. შედგა პრეზენტაცია და ნამუშევრების გამოფენა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, აქვე ახალ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი.

„II და II კლასებში (მასწავლებლები: ი. გურეშიძე და ნ. თუთისანი) გაკვეთილების ჩატარების შემდეგ დირექციის, მოსწავლეებისა და სტუმრის ნანა კაცაძის მონაწილეობით საფუძველი ჩაეყარა მეგობრობის ხეივანს. დაირგო მარადმწვანე ხეები, რომელთა მოვლა-პატრონობაზე უნდა იზრუნონ აღნიშნული კლასების მოსწავლეებმა“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203