დაშბაშის საჯარო სკოლაში 9 აპრილს ღონისძიება მიუძღვნეს
08-04-2021
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშბაშის საჯარო სკოლაში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებას ისტორიის და ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებლები ხელმძღვანელობდნენ. მოსწავლეებმა 9 აპრილის ტრაგუკულ მოვლენების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს და დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს.

9 აპრილის ტრაგედია - 1989 წლის 9 აპრილს, თბილისში მომხდარი სისხლიანი მოვლენები, რაც გამოიხატა საბჭოთა არმიის მიერ ანტისაბჭოთა, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევაში, რის შედეგადაც დაიღუპა 21 და დაშავდა 427 ადამიანი. 9 აპრილის მოვლენებმა წყალგამყოფის როლი შეასრულა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203