ხორხელის საჯარო სკოლაში 9 აპრილს პროექტი მიუძღვნეს
08-04-2021
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორხელის საჯარო სკოლაში 9 აპრილის თემაზე პროექტი ჩატარდა.

ხორხელის საჯარო სკოლაში მე- VII კლასში 9 აპრილის თემაზე სასწავლო პროექტი განხორციელდა. პროექტში ჩართულნი იყვნენ თიკო ლომაშვილი, გიორგი თუმანიშვილი, ხოლო პროექტის ხელმძღვანელი იყო ისტორიისა და მოქალაქეობის მასწავლებელი ეკატერინა ბუაძე. პროექტის ფარგლებში მოსწავლები გაეცნენ 9 აპრილის ტრაგედიის ისტორიას და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხოვნას.

1989 წლის 9 აპრილს, თბილისში მომხდარი სისხლიანი მოვლენები, რაც გამოიხატა საბჭოთა არმიის მიერ ანტისაბჭოთა, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევაში, რის შედეგადაც დაიღუპა 21 და დაშავდა 427 ადამიანი. 9 აპრილის მოვლენებმა წყალგამყოფის როლი შეასრულა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203