ეწრის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 9 აპრილს სტენდი მიუძღვნეს
08-04-2021

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწრის საჯარო სკოლაში 9 აპრილთან დაკავშირებით კედლის გაზეთი მოამზადეს. 

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ისტორიის მასწავლებელმა სოფიო ცეცხლაძემ თავის მოსწავლეებთან ერთად გამოუშვა სტენდი 9 აპრილთან დაკავშირებით. სკოლაში ასევე საინტერესო საუბარი გაიმართა. მოსწავლეებმა წარმოთქვეს ლექსები, სკოლის დირექტორმა იამზე ხვარეშიამ მოსწავლეებს მიმართა და მოუწოდა ყვავილებით პატივი მიეგოთი 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნისადმი.

1989 წლის 9 აპრილს, თბილისში მომხდარი სისხლიანი მოვლენები, რაც გამოიხატა საბჭოთა არმიის მიერ ანტისაბჭოთა, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევაში, რის შედეგადაც დაიღუპა 21 და დაშავდა 427 ადამიანი. 9 აპრილის მოვლენებმა წყალგამყოფის როლი შეასრულა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში.

იხილეთ ღონისძიების ფოტომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203