„დირექტორობა მეხმარება მეტი სარგებელი მოვუტანო მომავალ თაობას და საზოგადოებას“ - ახალციხის N3 სკოლის დირექტორი სუსანა აკოფოვა
08-04-2021
რა არის სკოლა, რას ანიჭებს ცოდნა და რას სჭირდება მომავალ თაობას; რაში ეხმარება დირექტორობა და რას ახსენებს საკუთარ თავს ყველაზე ხშირდა  - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge -სთან ახალციხის N3 საჯარო სკოლის დირექტორმა სუსანა აკოფოვამ ბლიც-ინტერვიუში ისაუბრა:

- სკოლა არის...

- ადგილია, სადაც ადამიანებმა არა მარტო განათლება უნდა მიიღონ, არამედ პიროვნებად უნდა ჩამოყალიბდნენ.

- ცოდნა გვანიჭებს...

- შესაძლებლობას მივაღწიოთ მწვერვალებს გვქონდეს სწორი თვითშეფასება.

- მომავალ თაობას...

- სჭირდება მეტი წიგნიერება, განათლება, გამბედაობა ინიციატივის საკუთარ ხელში აღება და სტაბილური განვითარება. 

- როდესაც მოსწავლე ვიყავი...

- ვიყავი აქტიური, მიყვარდა კითხვა, სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვა და მათში მონაწილეობა.

- დირექტორობა მეხმარება...

- მეტი სარგებელი მოვუტანო მომავალ თაობას, საზოგადოებას და საკუთარ ხალხს.

- საკუთარ თავს ხშირად ვახსენებ...

 - ვიარო სამართლიანობის გზით, დასახულ მიზანს არასოდეს გადავუხვიო და ვიყო ვინც ვარ. 

- წარმატებისთვის აუცილებელია...

 - მიზანდასახულობა, შრომისმოყვარეობა, თავდაჯერებულობა. როდესაც იცი რა გინდა, მაშინ ფლობ წარმოუდგენელ ძალას, რომელიც აუცილებლად დაგეხმარება სასურველი წარმატების მიღწევაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203