ფარცხანაყანევის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს კუთხეების შესახებ პროექტი მოამზადეს
08-04-2021

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის N4 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პროექტი საგანში - „ჩემი საქართველო“.

სკოლის  მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, პროექტი ჩატარდა თემაზე: საქართველოს კუთხეები.

„პროექტის ფარგლებში ბავშვებმა დაამზადეს საქართველოს კონტურული რუკა, სტუმრები ვირტუალურად ამოგზაურეს საქართველოს კუთხეებში და დასასრულს დაგვიტოვეს მოწოდება: „რეალურად იმოგზაურეთ საქართველოს კუთხეებში და სამყაროს თავიდან შეიცნობთ“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში

პროექტის ესწრებოდა სკოლის დირექტორი-ფატი თევდორაძე;  პედაგოგი -ინდირა ღარწკია; ხოლო პროექტის ხელმძღვანელი იყო ისტორიის მასწავლებელი - მაკა თევდორაძე.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203