„აღარ მიყვარხარ აპრილო, სისხლიანი გაქვს ხელები“ - კაცხის საჯარო სკოლაში 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას ღონისძიება მიუძღვნეს
08-04-2021

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხის საჯარო სკოლაში 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო - „აღარ მიყვარხარ აპრილო, სისხლიანი გაქვს ხელები“ გაიმართა.

„მოსწავლეებმა გაიხსენეს გმირები, რომლებმაც ოცდათორმეტი წლის წინ სასწაული გმირობა აჩვენეს და ერი გააერთიანეს. ღონისძიების მომზადებაში მონაწილეობა მიიღეს დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა.

სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის კლასის ხელმძღვანელებს - თეონა ბიწაძეს და ნორა ბუცხრიკიძეს 9 აპრილის ღონისძიების ორგანიზებისათვის“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203