„ქიმია ჩვენს ირგვლივ“ - ახალშენის საჯარო სკოლაში ღონისძიება ჩატარდა
08-04-2021

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის საჯარო სკოლაში, პროექტ „ჯანსაღი ცხოვრების წესის“ ფარგლებში, ღონისძიება - „ქიმია ჩვენს ირგვლივ“ ჩატარდა.

მოსწავლეებმა როლური თამაშით, ზეპირი პრეზენტაციებით, წარმოაჩინეს ქიმიის უდიდესი როლი ადამიანის ყოფა-ცხოვრებაში.

ღონისძიებას, რომელიც ინტერაქტიური მეთოდით წარიმართა, ესწრებოდნენ ამავე სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები. მოსწავლეებმა და ქიმიის მასწავლებელმა ნინო ნოზაძემ უპასუხეს მსმენელთა მიერ დასმულ შეკითხვებს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203