იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 9 აპრილის ტრაგიკულ მოვლენებს პრეზენტაცია მიუძღვნეს
08-04-2021

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში 9 აპრილის ტრაგედია გაიხსენეს. 

მოსწავლეებმა წარადგინეს 9 აპრილს მომხდარ მოვლენებზე პრეზენტაცია გამართეს და ლოზუნგით - დიდება გმირებს! საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

მოსწავლეთა ისტორიის პედაგოგი ნინო სიხარულიძე გახლავთ, ხელოვნებას კი ნონა ურუშაძე ასწავლის. 

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი გავიდა. 

1989 წლის 9 აპრილს, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია საბჭოთა არმიამ დაარბია. შეტაკების შედეგად, 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით მოქალაქე კი დაუდგენელი გაზით მოიწამლა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203