წესის საჯარო სკოლაში 9 აპრილის გმირებს ღონისძიება მიუძღვნეს
08-04-2021

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წესის საჯარო სკოლაში 9 აპრილის გმირებისადმი  მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები. ბავშვებს ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი მაია ცერცვაძე ხელმძღვანელობდა.

„მოსწავლეებმა გაიხსენეს 1989 წლის აპრილის დღეები, 9 აპრილის მძიმე ღამე, ეკრანზე ერთმანეთს ცვლიდა დოკუმენტური კადრები და 9 აპრილის ჰიმნად ქცეული „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტების“ მომღერალთა სახეები. უამრავი ლამაზი სიტყვა, „ხეებზე გაკრული ლექსი“ და 9 აპრილის გმირების ოჯახის წევრთა და მეგობართა მოგონებანი შთამბეჭდავი და გულშიჩამწვდომი  იყო მსმენელებისთვის“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203