ბუნების საოცარი გაკვეთილი არწივანის საჯარო სკოლის პირველკლასელებისთვის
08-04-2021

წალკის მუნიციპალიტეტის, არწივანის საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად და რა თქმა უდნა, არსებული რეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობს.

მშობლიური სკოლის კედლებში დაბრუნებული მოსწავლეები მეტი ენთუზიაზმითა და დიდი სიხარულით არიან ჩართულები არა მხოლოდ საგაკვეთილო პროცესში, არამედ სხვადასხვა სასკოლო აქტივობაში. ამის მაგალითი კი გახლავთ ბუნების გაკვეთილი, რომლიც არწივანის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებს უსაყვარლესმა მასწავლებელმა, მარი ცეცხლაძემ ჩაუტარა.

გაკვეთილი ბავშვებისთვის სხვადასხვა სახალისო აქტივობით გამოირჩეოდა - მათ პაწაწუნა ხელებით არაერთი ნივთი შექმნეს და პრაქტიკულ ცოდნასაც დაეუფლნენ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203