შეუბნის საჯარო სკოლაში სპორტის საერთაშორისო დღეს ღონისძიებები მიუძღვნეს
08-04-2021

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შეუბნის საჯარო სკოლაში 6 აპრილს, ჩატარდა სპორტის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები: მოძრავი თამაშები (წრეში ბურთი), მაგიდის თამაშები (შაში და ჭადრაკი).

ასევე გაიმართა საუბარი თემაზე: „ჯანსაღი ცხოვრება ჩვენი არჩევანია“.

მოსწავლეები აქტივობებში ხალისით ჩაერთვნენ და იაქტიურეს. 

ღონისძიებების მიზანი იყო მოსწავლეებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203