
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი არაქალის საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლეებმა ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებლის, ვარსენიკ ხაჩატრიანის ხელმძღვანელობით, აქტივობა ჩაატარეს, რომელიც დედის დღეს - 3 მარტს მიუძღვნეს.
მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, იმღერეს ქართული სიმღერები და მოამზადეს მისალოცი ბარათები.
იხილეთ ფოტოები