„გაიცანი შენი კუთხე“ - ვანის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები მორიგ საინტერესო პროექტში ჩაერთვნენ
08-04-2021

ვანის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები მორიგ საინტერესო პროექტში ჩაერთვნენ. 5 აპრილს ვანის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში გაიმართა პროექტის „გაიცანი შენი კუთხე“ პრეზენტაცია. რომელშიც, ვანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების XI-XII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.  

„პროექტი მიზნად ისახავს საზოგადოების მაქსიმალურ ინფორმირებას ჩვენი მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნაობებზე, პროექტის ფარგლებში მოხდება საინტერესო ობიექტების დათვალიერება,  მათი ფოტო და ვიდეო გადაღება, განთავსება ელექტრონულ ვებ-გვერდზე, ახალგაზრდები წარმოაჩენენ ჩვენი კუთხისათვის დამახასიათებელ თავისებურებებს, კულტურული, ისტორიული, საგანმანათლებლო-შემეცნებითი, ტურისტული თუ სამეწარმეო კუთხით. რომელიც, ასახული იქნება ფოტოკოლაჟისა და ვიდეო ფაილების საშუალებით, რომელსაც თანდართული ექნება მოკლე აღწერა მისი ისტორიული მნიშვნელობის შესახებ.   

პროექტი არის ორიენტირებული განვითარებასა და ძიებაზე, მნიშვნელოვანია ახალგაზრდა მოხალისე თაობის ჩართულობა, პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავება, გამოცდილების გაზიარება, გუნდური  მუშაობის უნარის გაღრმავება. კომუნიკაცია, მოვუწოდებთ ახალგაზრდებს აქტიურად ჩაერთონ აღნიშნულ პროექტში და გააცნონ მშობლიური კუთხე როგორც ქართველ, ასევე უცხოელ საზოგადოებას.

პროექტს უხელმძღვანელებს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი მარიამ ნიკოლეიშვილი.

ორგანიზებას გაუწევს კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური“,-წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203