„მეტი ინფორმაცია და მეტი სიფრთხილე!“ - რცხმელურის საჯარო სკოლაში საინტერესო ღონისძიება ჩატარდა
08-04-2021

„მეტი ინფორმაცია და მეტი სიფრთხილე!“ - ლენტეხის მუნიციპალიტეტის რცხმელურის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელმა ქეთო მუკბანიანმა მე-11 კლასის მოსწავლეებთან (ნინო ლიპარტელიანი, მარიამ ტვილდიანი და ლიზი ტვილდიანი) ერთად მნიშვნელოვანი და საჭირო  ღონისძიება ჩაატარა.

მე-11 კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს საინტერესო პრეზენტაციები აქტუალურ თემასთან-კორონავირუსთან დაკავშირებით - „მონაცემთა ანალიზი და სტატისტიკა“, „მითები და რეალობა“.

ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებმა, მე-7 კლასის მოსწავლე გიორგი ტვილდიანთან ერთად, დაამზადეს სადეზინფექციო (ანტისეპტიკური) ხსნარი და მოგვიწოდეს, აქტიურად დავიცვათ ჯანდაცვის რეკომენდაციები!

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203