„ლიტონი ქარტა“ -  ქუთაისის ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ მოსწავლეთა კომპანია, რომელიც მეორეული ნივთებისგან ბლოკნოტებსა და სანიშნებს ამზადებს
08-04-2021

ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ქუთაისის ფილიალის მოსწავლეებმა კომპანია - „ლიტონი ქარტა“ დაარსეს. 

კომპანია მეორეული ნივთებისგან ბლოკნოტებსა და სანიშნებს ამზადებს.

„ლიტონი ქარტა“ არის მე-10 კლასელი პროგრესელების კომპანია, რომელიც „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს“ პროექტის ფარგლებში შეიქმნა.  კომპანია მეორეული, უკვე გამოყენებული ნივთებისგან ამზადებს ბლოკნოტებს, კონვერტებსა და სანიშნებს.

კომპანიის დამფუძნებლები არიან X კლასის მოსწავლეები: სოფო გაჩეჩილაძე, ელენე მიქავა, ევა მიქავა, ნოდარი ტურძილაძე მილანა მუსერიძე.

სიახლეებისთვის მოიწონეთ და თვალი ადევნეთ კომპანიის ფეისბუქ გვერდს: ლიტონი ქარტა“,-წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203