გაიცანით, თბილისის N42 საჯარო სკოლის წარმატებული კურსდამთავრებული გურამ ქართველიშვილი
08-04-2021

აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის თბილისის N42 საჯარო სკოლას წარმატებული კურსდამთავრებული გურამ ქართველიშვილი ჰყავს. 

გურამმა 2011 წელს დაამთავრა აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის №42 საჯარო სკოლა. 

2011-2015 წლებში სწავლობდა თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის საბაკალავრო პროგრამაზე.

2015-2016 წლებში იყო მაგისტრატურის სტუდენტი ილია სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ამჟამად, აკადემიური საქმიანობას აგრძელებს პელსინვანიის უნივერსიტეტში-სადოქტორი პროგრამაზე კოსმოლოგიაში.

სკოლა კურსდამთავრებულს წარმატებას უსურვებს. 

აღსანიშნავია, რომ ქართველ მეცნიერთა საერთაშორისო საზოგადოების სიმპოზიუმის ორგანიზატორია. იგი 23-25 აპრილს სიმპოზიუმის ფარგლებში მულტივერსზე პრეზენტაციას​ გამართავს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203