წყალტუბოს N1 სკოლის ექიმმა, ჯანმრთელობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა მოაწყო
08-04-2021
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში ჯანმრთელობის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლის ექიმი ნინო იოსელიანი შეხვდა მოსწავლეებს და ესაუბრა სხვადასხვა დაავადებებზე და მათ გამომწვევ მიზეზებზე, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა COVID-19- ზე.
7 აპრილი ჯანმრთელობის საერთაშორისო დღედ არის გამოცხადებული. ყოველი წლის ამ დღეს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ცდილობს მოსახლეობაში ცნობიერება აამაღლოს რომელიმე ერთი დაავადების შესახებ და ჯანდაცვის პრობლემებს საერთაშორისო ყურადღება მიაპყროს.