ციხისძირის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მზის სისტემა სახალისო აქტივობით შეისწავლეს
08-04-2021

ჯემალ ქათამაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლის მოსწავლეები მორიგ სახალისო აქტივობაში ჩაერთვნენ. მათ მზის სისტემა საინტერესო მეთოდებით შეისწავლეს. ბავშვებმა პლანეტების როლები მოირგეს, კოსმოსურმა სააგენტომ კი მათგან ინტერვიუები აიღო.

„კოსმოსური სააგენტო „მარსთაუერი“ მოგზაურობას იწყებს მზის სისტემის პლანეტებთან.  თითოეულ პლანეტას ართმევს ინტერვიუს და ინფორმაციას აგზავნის ჩვენამდე“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

კლასის მასწავლებელი რუსუდან ხინიკაძეა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203