წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დაწყებით კლასებში,  „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში, საინტერესო გაკვეთილები ჩატარდა
08-04-2021

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლა აქტიურადაა ჩართული პროექტში „ახალი სკოლის მოდელი“. ამ მიზანს ემსახურებოდა II და II კლასებში ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარებული გაკვეთილები (II კლასი - პედაგოგი ირმა გურეშიძედა II კლასი - პედაგოგი ნანი თუთისანი).

„გაკვეთილის თემა იყო შოთა ამირანაშვილის „ხე და მისი ბინადრები“. ტექსტში მოცემული თემა ეხმიანებოდა წელიწადის უმშვენიერეს დროს - გაზაფხულს. სამიზნე ცნება - ტექსტის გაგება-გააზრება, თანადგომა და სიკეთის კეთების სურვილის გაღვივება მოსწავლეებში.

ორივე კლასმა შეძლო ტექსტის გაგება-გააზრება, პერსონაჟების დახასიათება, მათი ქცევების, ემოციებისა და ურთიერთობების დაკავშირება სხვა პერსონაჟებთან. მოიყვანეს მაგალითები პირადი ცხოვრებიდან და გამოიტანეს დასკვნები, რომ სიკეთე მარტივია და გადამდები“,-გვიამბობს სკოლის წარმომადგენელი.


იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203