თბილისის N198 საჯარო სკოლაში ჯანმრთელობის მსოფლიო დღე აღნიშნეს
08-04-2021

თბილისის N198 საჯარო სკოლაში 7 აპრილი - ჯანმრთელობის მსოფლიო დღე აღნიშნეს.

სკოლის ექიმი მეთერთმეტე კლასელებს შეხვდა,  ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობა გააცნო და ხელების ხშირად დაბანის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

მოსწავლეებმა წესების სრული დაცვით ჩაატარეს მარტივი და სახალისო ექსპერიმენტები.

ამ დღის აღნიშვნა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დაარსების თარიღს - 7 აპრილს (1948 წელი) უკავშირდება.


იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203