27 ნოემბრის გლოვის დღედ გამოცხადების გამო, ხარაგაულში „ეტალონი“ 2 დეკემბერს ჩატარდება
26-11-2017
27 ნოემბრის გლოვის დღედ გამოცხადების გამო, ხარაგაულში „ეტალონი“ 27 ნოემბრის ნაცვლად, 2 დეკემბერს ჩატარდება. 

აღნიშნული თარიღის ცვლილება ბათუმში დატრიალებულმა ტრაგიკულმა შემთხვევამ განაპირობა. 

შეგახსენებთ, რომ ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძარი 24 ნოემბერს გაჩნდა. ძლიერი დაკვამლიანების გამო სასტუმროდან მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო. 

ოფიციალური ინფორმაციით, ხაძრის შედეგად 11 ადამიანია დაღუპული, რომელთაგან 10 საქართველოს და ერთი ირანის რესპუბლიკის მოქალაქეა, ჰოსპიტალიზაცია 21 ადამიანს დასჭირდა.

სასტუმრო „ლეოგრანდში“ მომხდარი ტრაგედიის გამო, 27 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.

Etaloni.ge მწუხარებას გამოთქვამს ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203