„გადამდები დაავადებები და მათი პრევენცია“ - კვირიკეთის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა პროექტი განახორციელეს
08-04-2021

„გადამდები დაავადებები და მათი პრევენცია“ - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეთის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა დაგეგმილი საკლუბო პროექტი განახორციელეს.

პროექტის ფარგლებში კლუბის წევრებმა ჩაატარეს კვლევა, თუ რა იციან გადამდები დაავადებების შესახებ მოსწავლეებმა.

მათ შეაჯამეს კვლევის შედეგები და დაგეგმეს შესასრულებელი აქტივობები: მოიძიეს ინფორმაცია დაავადებების შესახებ და მოამზადეს პრეზენტაცია; ასევე შექმნეს ფლაერები ამ დაავადებების შესახებ და დაურიგეს მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203