„სამოქალაქო განათლების გაკვეთილები წყაროს წყალივით საჭირო და მკურნალია“- თბილისის N133 სკოლის მე-9 კლასში საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა
07-04-2021

„მარიხუანა კურნავს?! - მითი თუ რეალობა?“ - თბილისის N133 საჯარო სკოლის მე-9 კლასში, სამოქალაქო განათლებაში, საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა. მოსწავლეებმა აღნიშნულ თემაზე იმსჯელეს. მასწავლებელმა მათ განუმარტა, რომ მითია, თითქოს მარიხუანა კურნავს და მცენარის უარყოფით თვისებებზე ესაუბრა.

„ფრიად ღირებული და აუცილებელი გაკვეთილი IX კლასში.

მარიხუანა კურნავს?! - მითი თუ რეალობა?! პასუხი: 100% - მითი!

ნინო მასწავლებლის დამსახურებით სწორად მსჯელობენ ახალგაზრდები.

სამოქალაქო განათლების გაკვეთილები წყაროს წყალივით საჭირო და მკურნალია ნებისმიერი ასაკის მოსწავლისათვის.

მადლობა ნინო მასწავლებელს მოსწავლეთა სწორი ორიენტაციისა და შრომისმოყვარეობისათვის“, - აღნიშნულია სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203