„ქართული მწერლობის სათავეებთან“ - არაშენდის საჯარო სკოლაში კონფერენცია გაიმართა
08-04-2021

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდის საჯარო სკოლაში, ქართული ენის კვირეულის ფარგლებში, გაიმართა კონფერენცია თემაზე: „ქართული მწერლობის სათავეებთან“.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ მე-11 კლასის მოსწავლეები და ქართული ენის მასწავლებელი ილია ბაწელაშვილი.

კონფერენიცას ესწრებოდნენ საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეები და პედაგოგები.

„ქართული ენა ჩვენი ლოცვაა, ჩვენი ვედრება, ჩვენი ისტორია, ჩვენი ტკივილი, ჩვენი ღმერთია, ჩვენი სამოთხეა, ჩვენი მიწა და ცრემლებია, ჩვენი სიხარულია, ქართული ქართველთ ენაა“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203