თბილისის N142 საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი. მოსწავლეები
izrune.ge-ს შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.
ამჯერადაც, მარტის შემაჯამებელ ტესტში მოსწავლეებს ბრწყინვალე შედეგი აქვთ -
izrune.ge-ს დიპლომი 41-მა (ოქრო - 20
ვერცხლი - 15 ბრინჯაო - 6) მოსწავლემ მოიპოვა.
IV
ბ კლასს კი
izrune.ge-ს სუპერ კლასის ტიტული ერგო. IV
ბ კლასის დამრიგებელი: ეკა გულაშვილი.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.