„ჩვენ ერთად ვართ, მთავარია“ - ალერტკარის საჯარო სკოლაში შეხვედრა-პერფორმანსი ჩატარდა
07-04-2021

21 მარტს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნება და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, ცნობიერების ამაღლების მიზნით, სხვადასხვა ღონისძიება იმართება. დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე გაერო-ს ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა და მას შემდეგ, საქართველოს  საჯარო სკოლების მოსწავლეები სხვადახვა აქტივობით ცდილობენ, გააგებინონ მსოფლიოს, რომ მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან.

21 მარტს - დაუნის სინდრომის ცნობაადობის ამაღლების საერთაშორისო დღეს, სოლიდარობის გამოსახატად და აღნიშნული სინდრომის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, ალერტკარის საჯარო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით შედგა შეხვედრა-პერფორმანსი „ჩვენ ერთად ვართ მთავარია“.  

  • მოსწავლეებმა ისაუბრეს ამ დღის, თვის და რიცხვის მნიშვნელობაზე;
  • წამოჭრეს საკითხი, თუ რატომ არის ფერადი წინდები სოლიდარობის გამოხატვის ძირითადი ფორმა;
  • საიდან მოდის სიტყვა „დაუნი“;
  • ისაუბრეს მსგავსი სინდრომის მატარებელ ცნობილ ადამიანებზე და მათ მიღწევებზე.

ბავშვებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ „დაუნი“ დამაკნინებელი სიტყვა არ არის და რომ მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან! შეხვედრას ესწრებოდნენ: ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - ლიანა საჯაია, სპეცმასწავლებელი - მზევინარ კვიკვინია, შეხვედრის ორგანიზატორი კი გახლდათ ბიბლიოთეკარი - აქსანა ლაგვილავა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203