თბილისის N174 საჯარო სკოლის 25-მა მოსწავლემ izrune.ge-ს დიპლომი მოიპოვა
07-04-2021
თბილისის N174 საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.

მოსწავლეები izrune.ge-ს შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან. სკოლის მოსწავლეებს მარტის შემაჯამებელ ტესტშიც ბრწყინვალე შედეგი აქვთ. izrune.ge-ს დიპლომი 25-მა მოსწავლემ მოიპოვა, აქედან 11 ოქროა, 5 ვერცხლი და 9 ბრინჯაო.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203