ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ხაბუმეს თემის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა საინტერესო პროექტი ჩაატარეს.სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მეშვიდე კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელის თეა კვარაცხელიას ხელმძღვანელობით ქართული სოფლის მეურნეობის ალტერნატიული მეთოდის - პერმაკულტურის (
პერმაკულტურა წარმოადგენს დიზაინის სისტემას, რომლის მიზანია ეკოლოგიურად მიზანშეწონილი მოდელების საფუძველზე, ადამიანის გარემო სივრცის ორგანიზება) პროექტი ჩაატარეს.
პროექტში ბავშვები დიდი ენთუზიაზმით იყვნენ ჩართულები. მოსწავლეებმა შექმნეს და წარმოადგინეს პერმაკულტურასთან დაკავშირებული კომიქსები, სლაიდები და ნახატები.
იხილეთ
პრეზენტაცია