ჭაბუკიანის საჯარო სკოლაში სპორტული ღონისძიება ჩატარდა
07-04-2021

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, ჭაბუკიანის საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად, რა თქმა უნდა, არსებული რეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობს. კოვიდ-პანდემიის ფონზე კი სულ უფრო მეტი ყურადღება ეთმობა ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდას.

ჭაბუკიანის საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ლევან კობერიძე მუდმივად ზრუნავს ბავშვების ფიზიკურ განვითარებაზე და მათ სხვადასხვა სპორტულ-შემეცნებით ღონისძიებაშიც რთავს.

ახლახან, ერთ-ერთი ასეთი აქტივობა ჩატარდა, რომელშიც სსსმ მოსწავლეებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები და ეს თავისი საქმის ერთგული პედაგოგის კიდევ ერთი დამსახურებაა, ერთი კი დასანანია - სასკოლო საზოგადოება იძულებულია, ღონისძიებები სოფლის სტადიონზე ჩაატაროს, რადგან სკოლის ღია სპორტულ მოედანზე შეუძლებელია თამაში.

„იმედია სკოლასაც მალე ექნება მოწესრიგებული სპორტული მოედანი“, - აღნიშნავს სპორტის ახალგაზრდა მასწავლებელი ლევან კობერიძე და თითოეულ მოსწავლეს წარმატებას უსურვებს.


იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203