ჯუმის საჯარო სკოლაში მოსწავლის, თიკო იობიძის ნახატების გამოფენა მოეწყო
07-04-2021
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმის საჯარო სკოლაში მე-5 კლასის მოსწავლის, თიკო იობიძის ნახატების პერსონალური გამოფენა რეგულაციების სრული დაცვით მოეწყო.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თიკო თვითნასწავლი მხატვარია, ის ძალიან კარგად ფლობს გამომსახველობით ხერხებს და შეუძლია შემოქმედებითად გადაწყვიტოს მოცემული ამოცანა.
გამოფენას ესწრებოდნენ მოსწავლეები და მასწავლებლები. ნამუშევრებმა დამთვალიერებლების დიდი მოწონება დაიმსახურა.
სკოლის დირექცია წარმატებებს უსურვებს მომავალ ხელოვანს.