„დედამიწა ავადაა“​ - ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაცია გამართეს
07-04-2021

გორის მუნიციპალიტეტის ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლის IV-V კლასის მოსწავლეებმა თემაზე - „დედამიწა ავადაა...“ პრეზენტაცია გამართეს. 

„მოსწავლეებმა პრეზენტაციაზე ისაუბრეს ბუნებრივ გარემოზე და ადამიანის მავნე ზემოქმედებით გამოწვეულ შედეგებზე, დედამიწაზე მწვანე საფარის შემცირებაზე.

რამ გახადა დედამიწა ავად?

  • ტყეების გაჩეხვამ;
  • დაბინძურებულმა წყალმა;
  • მავნე გამონაბოლქვმა;
  • დაღვრილმა ნავთობმა;
  • დაბინძურებულმა გარემომ;
  • ხანძრებმა;
  • გლობალურმა დათბობამ;

მოსწავლეებს გააზრებული აქვთ პასუხისმგებლობა, რომ მოუფრთხილდნენ ბუნებას, ასევე მოუწოდებენ თანატოლებს ერთად იზრუნონ ბუნებაზე და ჯანსაღ გარემოზე“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

მოსწავლეთა პედაგოგი დარეჯან ვაშაგაშვილი გახლავთ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203